Posts

Image
მოგესალმებით, მეგობრებო! ვიცით რომ ბევრ თქვენგანს აინტერესებს ფლორისტიკის თემა, თაიგულების შედგენა, ყვავილების მოვლა და ა.შ.   დღეს ჩვენს ვიწყებთ ფლორისტიკასთან დაკავშირებულ თემებზე პუბლიკაციების სერიას, რომელიც , იმედი გვაქვს , თქვენთვის საინტერესო იქნება- ფლორისტის ინსტრუმენტარის აღწერით დაწყებული -ცნობილი ფლორისტ-დიზაინერების მასტერ-კლასებით და ვორქშოპებით დამთავრებული. გაგაცნობთ საინტერესო პუბლიკაციაბს ფლორისტიკის თანამედროვევე ტრენდებზე, წარმოგიდგენთ ვიდეოებს საინტერესო თემებზე. დარჩით ჩვენთან :) მოგვწერეთ ბლოგზეც, ჩვენს Facebook გვერდზე  რა საკითხები გაინტერესებთ, ჩვენ მათ აუცილებლად შევეხებით. დღეს გაგაცნობთ ფლორისტის ინსტრუმენტების ნაწილს  (ყველაზე აუცილებელს... სასტარტოს ), თანდათან დავამატებთ სხვა ინსტრუმენტებზე-მოწყობილობებზე მასალას. ველით თქვენს გამოხმაურებას :) 1. "მარგალიტისთავიანი" ქინძისთავები –ღეროებზე ბაფთის, ლენტის დასაფიქსირებლად 2. ჯვალოს ან სხვა მასალის ლენტის გორგალი – თაიგულის შესაკრავად. 3. დეკორატიული ლენტი – თაიგულისთვის დასრულე

მყუდრო და ლამაზი ეზოები (ბაღები)

Image
საკუთარი ეზოების ბედნიერი მფლობელებისთვის 😊მოვამზადეთი იდეების ფოტოკრებული-როგორ შეიძლება გავალამაზოთ პატარა თუ დიდი ფართი კარგი გეგმარებით და გამწვანებით.

როგორ შევარჩიოთ ყვავილები

Image
                                      როგორ შევარჩიოთ ყვავილები       როგორ განვსაზღვროთ ახალ ყვავილებს ვყიდულობთ თუ არა? ყვავილების ბაზარი მრავალფეროვანია, ძალიან ბევრ შემოთავაზებას ნახავთ "ცოცხლად" და ინტერნეტშიც. სამწუხაროდ, ყველა გამყიდველი არ იქცევა პატიოსნად.        როდესაც ვიძენთ თაიგულს, იმის იმედი გვაქვს, რომ ის დიდხანს გაგვახარებს სახლში ან არ შეგვარცხვენს, თუ თაიგული საჩუქრად გვინდა. მაგრამ ხდება ისე, რომ შეძენიდან მომდევნო დღეს ყვავილები ჭკნება. როგორ არ გავხდეთ მოტყუების მსხვერპლი?      რამდენიმე მარტივ რჩევას შემოგთავაზებთ, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ რამდენად ახალ (ახალმოჭრილ) ყვავილებს ვიძენთ. არ გირჩევთ წინასწარ მომზადებული თაიგულის შეძენას- არავინ იცის როდის დამზადდა და რამდენ ხანს ინახებოდა. სთხოვეთ ფლორისტს თქვენი თანდასწრებით "ააწყოს" თაიგული. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ფოთლები და ღეროები უნდა იყოს მაგარი, მკვრივი, მწვანე ფერის.ყავისფერი ლაქები და ნაპირები არ უნდა ჰქონდეთ. ყვავილების ყიდვა უმჯობესია, როდესაც ისინი ჯერ კიდევ კოკრი

ვარდების თაიგულის მოვლა

Image
როდესაც ვარდების ლამაზ თაიგულს გვჩუქნიან, ცხადია, ყველას გვაქვს სურვილი დიდხანს ვუყუროთ ამ სილამაზეს. რამდენიმე არართული ხერხი ამაში დაგვეხმარება. იმისთვის, რომ ვარდებმა ლარნაკში დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სილამაზე, აუცილებელია მოვაშოროთ ის ფოთლები, რომლებიც წყალს ეხება. 2-3 სმ-ით დაამოკლეთ ღეროები დიაგონალზე, ამის გაკეთება სასურველია წყალში-ღეროში ჰაერი არ მოხვდება და ვარდი უკეთ შეიწოვს წყალს. გამოიყენეთ მაღალი ლარნაკი, ისეთი რომ ვარდების ღეროების 2/3 წყლით იყოს დაფარული. ზაფხულში უმჯობესია გრილი წყლის გამოყენება, ზამთარში კი ოთახის ტემპერატურის. დავამატოთ მკვებავი ნივთიერებები- 20-30 გრ შაქარი და ერთი სუფრის კოვზი ძმარი 1 ლიტრ წყალზე. ვარდებიანი ლარნაკი გრილ ადგილას დადგით (არა ორპირში). ასევე,ყვავილებს მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს. წყალი ყოველდღე გამოცვალეთ. როდესაც ვარდები ჭკნობას დაიწყებენ, მოათავსეთ ისინი ღამის განმავლობაში აბაზანაში გრილი წყლით (7-12 გრადუსი), ისე რომ წყლით ვარდების ღეროები იყოს დაფარული, ხოლო კოკრები წყლის ზედაპირს ზემ

აივნის გამწვანება (იდეების კრებული)

Image