როგორ შევარჩიოთ ყვავილები

                                     როგორ შევარჩიოთ ყვავილები

      როგორ განვსაზღვროთ ახალ ყვავილებს ვყიდულობთ თუ არა? ყვავილების ბაზარი მრავალფეროვანია, ძალიან ბევრ შემოთავაზებას ნახავთ "ცოცხლად" და ინტერნეტშიც. სამწუხაროდ, ყველა გამყიდველი არ იქცევა პატიოსნად. 
      როდესაც ვიძენთ თაიგულს, იმის იმედი გვაქვს, რომ ის დიდხანს გაგვახარებს სახლში ან არ შეგვარცხვენს, თუ თაიგული საჩუქრად გვინდა. მაგრამ ხდება ისე, რომ შეძენიდან მომდევნო დღეს ყვავილები ჭკნება. როგორ არ გავხდეთ მოტყუების მსხვერპლი?
     რამდენიმე მარტივ რჩევას შემოგთავაზებთ, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ რამდენად ახალ (ახალმოჭრილ) ყვავილებს ვიძენთ. არ გირჩევთ წინასწარ მომზადებული თაიგულის შეძენას- არავინ იცის როდის დამზადდა და რამდენ ხანს ინახებოდა. სთხოვეთ ფლორისტს თქვენი თანდასწრებით "ააწყოს" თაიგული.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ფოთლები და ღეროები უნდა იყოს მაგარი, მკვრივი, მწვანე ფერის.ყავისფერი ლაქები და ნაპირები არ უნდა ჰქონდეთ.
ყვავილების ყიდვა უმჯობესია, როდესაც ისინი ჯერ კიდევ კოკრის სტადიაში არიან. თუ ყვავილი უკვე გაშლილია, მიაქციეთ ყურადღება, არის თუ არა ის უკვე დამტვერილი. თუ ყვავილის მტვერს შეამჩნევთ, ეს ნიშნავს, რომ ყვავილი მწიფეა და დღეს-ხვალ დაჭკნება. ასევე მიაქციეთ ყურადღება კოკრის სიმკვრივეს. ახალი კოკორი მკვრივია, არ იტკეპნება თუ თითებს მოუჭერთ.
ეს რჩევები, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თაიგულს პირადად ყიდულობთ. როდესაც ყვავილებს ინტერნეტით იძენთ, გადაწყვეტილება მაღაზიის რეპუტაციაზე დაყრდნობით უნდა მიიღოთ. ასევე , როგორი ახალი ყვავილებიც არ უნდა შეიძინოთ, სახლში მათ შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნათ, რომ მაქსიმალურად დიდხანს გაგახაროთ.

          
                   

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

მყუდრო და ლამაზი ეზოები (ბაღები)

ვარდების თაიგულის მოვლა