მოგესალმებით, მეგობრებო!
ვიცით რომ ბევრ თქვენგანს აინტერესებს ფლორისტიკის თემა, თაიგულების შედგენა, ყვავილების მოვლა და ა.შ. დღეს ჩვენს ვიწყებთ ფლორისტიკასთან დაკავშირებულ თემებზე პუბლიკაციების სერიას, რომელიც , იმედი გვაქვს , თქვენთვის საინტერესო იქნება- ფლორისტის ინსტრუმენტარის აღწერით დაწყებული -ცნობილი ფლორისტ-დიზაინერების მასტერ-კლასებით და ვორქშოპებით დამთავრებული. გაგაცნობთ საინტერესო პუბლიკაციაბს ფლორისტიკის თანამედროვევე ტრენდებზე, წარმოგიდგენთ ვიდეოებს საინტერესო თემებზე. დარჩით ჩვენთან :) მოგვწერეთ ბლოგზეც, ჩვენს Facebook გვერდზე რა საკითხები გაინტერესებთ, ჩვენ მათ აუცილებლად შევეხებით.
დღეს გაგაცნობთ ფლორისტის ინსტრუმენტების ნაწილს (ყველაზე აუცილებელს... სასტარტოს ), თანდათან დავამატებთ სხვა ინსტრუმენტებზე-მოწყობილობებზე მასალას. ველით თქვენს გამოხმაურებას :)
1. "მარგალიტისთავიანი" ქინძისთავები –ღეროებზე ბაფთის, ლენტის დასაფიქსირებლად
2. ჯვალოს ან სხვა მასალის ლენტის გორგალი – თაიგულის შესაკრავად.
3. დეკორატიული ლენტი – თაიგულისთვის დასრულებული სახის მისაცემად
4. ფლორისტული წებოვანი ლენტი (ფლორისტული სკოჩი)- პატარა ზომის თაიგულების შესაკრავად, ღეროების და თაიგულის სხვა ელემენტების დეკორირებისთვის.
5. სეკატორი – ღეროების გადასაჭრელად.
6. მაკრატელი – ლენტების გადასაჭრელად.
7. თოკი – თაიგულის, კომპოზიციის შესაკრავად.
8. ფლორისტული მავთული – ყვავილების ღეროების დაგრძელება, თაიგულების, კომპოზიციების კარკასების შექმნა.
გაგრძელება იქნება :)
Comments
Post a Comment