ვარდების თაიგულის მოვლა


როდესაც ვარდების ლამაზ თაიგულს გვჩუქნიან, ცხადია, ყველას გვაქვს სურვილი დიდხანს ვუყუროთ ამ სილამაზეს. რამდენიმე არართული ხერხი ამაში დაგვეხმარება.

იმისთვის, რომ ვარდებმა ლარნაკში დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სილამაზე, აუცილებელია მოვაშოროთ ის ფოთლები, რომლებიც წყალს ეხება.
2-3 სმ-ით დაამოკლეთ ღეროები დიაგონალზე, ამის გაკეთება სასურველია წყალში-ღეროში ჰაერი არ მოხვდება და ვარდი უკეთ შეიწოვს წყალს.
გამოიყენეთ მაღალი ლარნაკი, ისეთი რომ ვარდების ღეროების 2/3 წყლით იყოს დაფარული. ზაფხულში უმჯობესია გრილი წყლის გამოყენება, ზამთარში კი ოთახის ტემპერატურის.
დავამატოთ მკვებავი ნივთიერებები- 20-30 გრ შაქარი და ერთი სუფრის კოვზი ძმარი 1 ლიტრ წყალზე.
ვარდებიანი ლარნაკი გრილ ადგილას დადგით (არა ორპირში). ასევე,ყვავილებს მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს.
წყალი ყოველდღე გამოცვალეთ.
როდესაც ვარდები ჭკნობას დაიწყებენ, მოათავსეთ ისინი ღამის განმავლობაში აბაზანაში გრილი წყლით (7-12 გრადუსი), ისე რომ წყლით ვარდების ღეროები იყოს დაფარული, ხოლო კოკრები წყლის ზედაპირს ზემოთ დარჩნენ. შემდეგ ისევ გადაუჭერით დიაგონალზე ღეროები და მოათავსეთ ლარნაკში, ახალგამოცვლილ წყალში.

Comments

Popular posts from this blog

მყუდრო და ლამაზი ეზოები (ბაღები)